200 ათასზე მეტი ღრელში სკვერის და სპორტული მოედნისთვის – ტენდერი

December 19, 2022

ახალციხის სოფელ ღრელში სკვერის და სპორტული მოედნისთვის 200 ათას ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კომპანია, რომელიც სახელმწიფო დაკვეთას მიიღებს, სპორტული მოედანი 16 კვირის განმავლობაში უნდა მოაწყოს და ფეხბურთისა და კალათბურთისთვის საჭირო ინვენტარით აღჭურვოს.

ასევე, ვალდებულია მოაწყოს სკვერი, საბავშვო გასართობი ატრაქციონები, ლამპიონები, სკამები და ა.შ.

წინადადებების მიღება 2023 წლის, 01-06 იანვარს იწარმოებს.