“ჰამასის” თავდასხმის შედეგად სულ მცირე 1 200 ადამიანი დაიღუპა – ისრაელის მხარე

October 12, 2023

ომის მეექვსე დღე ისრაელში, – დაპირისპირებაში სულ მცირე 1 200-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, დაშავდა 6 000-მდე პირი, – ამის შესახებ ღაზაში პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

ისრაელის მხარის განცხადებით, “ჰამასის” თავდასხმის შედეგად სულ მცირე 1 200 ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა. “ჰამასს” აყვანილი ჰყავს 150-მდე მძევალი. 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბოლო ცნობებით, ისრაელის დაბომბვის დაწყების შემდეგ იქ 330 000-ზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.

ამასთან, ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ ემზადებიან ჰამასის წინააღმდეგ ხანგრძლივი სამხედრო კამპანიისთვის.

ღაზას სექტორსა და ისრაელს შორის დაპირისპირება 7 ოქტომბერს დაიწყო, რა დროსაც ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.