“ალტ-ინფოს” ფინანსური მხარდაჭერა შეეზღუდა, არხი ახლა ფინანსურ კრიზისშია – მორგოშია

July 28, 2022

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

“ალტ-ინფოს” ფინანსური მხარდაჭერა შეეზღუდა, არხი ახლა ფინანსურ კრიზისშია, – ამის შესახებ “ალტ-ინფოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კოკა მორგოშიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა. 

სხვადასხვა შესაფებით პრორუსული დეზინფორმაციის გამავრცელებელი არხის წარმომადგენელი ამბობს, რომ “კრიზისი ამერიკის ელჩის და სხვა პირების განცხადებებმა გამოიწვია და ახლა ახალ დამფინასნებლებს ეძებენ.”

“ჩვენს დამფინანსებლებს, აბსოლუტურ უმრავლესობას სხვადასხვა ბანკებში ჰქონდათ ფინანსები. ბანკების მენეჯმენტმა გამოუცხადა, რომ მათ, “ალტ-ინფოს” და “კონსერვატორული მოძრაობის” მხარდაჭერა შეეზღუდათ,” – აცხადებს მორგოშია. 

შეგახსენებთ, რომ აუდიტის სამსახურის ცნობით, «კონსერვატიულმა მოძრაობამ» 2021 წლის დეკლარაცია არასწორად წარადგინა და არაფულადი შემოწირულობები დამალა, რის გამოც პარტია 217 482 ლარით დაჯარიმდა.

აქვე გეტყვით, რომ სხვადასხვა შეფასებით, პრორუსული ნარატივით ცნობილი „ალტ-ინფო» დაკავშირებულია 5-6 ივლისის ძალადობის ფაქტებთან, მაუწყებლის წამყვანი პირები სიძულვილის ენის გავრცელებით აქტივისტებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ.

ასევე, მაუწყებლობა არაერთი ფაქტჩეკერი ორგანიზაციის მიერ მიჩნეულია როგორც რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის გამავრცელებელი ტელევიზია.