ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია – მიზეზი დიდთოვლობაა

February 7, 2023

ინტენსიური თოვის, ლიპყინულის და დაბალი ხილვადობის გამო, საქართველოს რეგიონებში, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის სამცხე-ჯავახეთშიც.

სააავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზემოთჩამოთვლილი მიზეზების გამო, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

თოვლის, ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო შეზღუდვებია ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზებზეც, სადაც მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.

უწყების ცნობით, ასევე, გადაადგილებაზე შეზღუდვებია დაწესებული მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის; ვაზიანი-გომბორი-თელავის; თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის; ნაქერალას უღელტეხილის; საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის; გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ;ჟინვალი-ბარისახო-შატილის; ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის; ზუგდიდი-ჯვარი-მესტია ლასდილის საავტომობილო გზებზე.