121 ათასამდე ლარი, ახალციხის მერიის შენობის ნაწილობრივ რეაბილიტაციისთვის

May 19, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, მათი შენობის ნაწილობრივ რეაბილიტაციისთვის, 121 ათასამდე ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება სარდაფის კედლების, კარ-ფანჯრების, იატაკის რეაბილიტაცია არქივისთვის და საცავისთვის. ასევე დაგეგმილია სველი წერტილების მოწყობაც.

ახალციხის მუნიციპალიტეტში გვეუბნებიან, რომ თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. წინადადებების მიღება 26-29 მაისს იწარმოებს.