14 აპრილი ქართული ენის სახელმწიფო დღეა

April 14, 2023

დღეს დედაენის დღე აღინიშნება. 14 აპრილი ქართული ენის დღედ 1990 წლიდან გამოცხადდა, რასაც წინ უძღვოდა 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები. საქართველოს მოსახლეობამ მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას რომლის მიხედვით, საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა, ქართულის ნაცვლად რუსული უნდა ყოფილიყო.

საბოლოოდ კი, 60 ათასიან მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა. საბჭოთა კავშირის ლიდერებმა, საკუთარი ინტერესების გატარება ვერ გაბედეს და უკან დაიხიეს.

იმდროინდელ მოვლენებზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მერაბ ბერიძე გვესაუბრება, იგი აქციების ერთ-ერთი მონაწილე იყო. გთავაზობთ ვიდეოს ჩვენი არქივიდან.