გარდაცვლილ ქალს აღენიშნება მცირედი დაზიანებები – ექსპერტი

February 27, 2021

ახალციხეში შუა ხნის გარდაცვლილი ქალი პროზექტურაში გადაასვენეს. ექსპერტ კრიმინალისტი, დავით მერაბიშვილი ამბობს, რომ პირს მცირედი გარეგანი დაზიანებები აქვს, თუმცა კომენტარს ვერ გააკეთებს, სანამ არ შეისწავლიან.

შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს მეზობლებმა შუა ხნის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სახლში დაზიანებული იყო ტექნიკა და ავეჯი.

შსს-მ გამოძიება სსკ-ს 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.