გამოძიების გამო გათიშული ელ. ენერგია – 5 დღე ახალციხეში მომხდარი აფექთების შემდეგ

December 28, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889 

ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე აფეთქების გამო აბონენტთა ნაწილს ელექტრო ენერგია უკვე მეხუთე დღეა არ მიეწოდება. როდის მიიღებენ მოქალაქეები მომსახურებას ამ დროისთვის უცნობია.

ენერგო პრო ჯორჯიაში TOK TV-ს უთხრეს, რომ ენერგო მიწოდება ადგილობრივი საპატრულო პოლიციის განკარგულებით შეწყვიტეს და მათი “ნებართვის” გარეშე ვერ ჩართავენ.

რაც შეეხება შსს-ს, აქ გვითხრეს, რომ სანამ საგამოძიებო პროცედურები არ დასრულდება ელექტრო ენერგიის მიწოდება არ აღდგება.

როდის დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები? უწყებაში კონკრეტულ დროს ვერ ასახლებენ.  

შეგახსენებთ, რომ 24 დეკემბერს ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსში აფეთქება მოხდა. დაშავებულია 2 პირი ხოლო 12 ოჯახი ევაკუირებულია.

შემთხვევის შედეგად  კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე აბონენტს ელექტრო ენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდა. ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგა მეორე დღეს, ელექტრო ენერგიის – არა.