400 000-მდე ლარი არალში, შიდა გზების რეაბილიტაციისთვის – ტენდერი

May 8, 2026

ადიგენის სოფელ არალში, სამი საუბნო ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება, რომლისთვისაც 400 000-მდე ლარია გამოყოფილი, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება ჯამში 700 მეტრამდე გზის რეაბილიტაცია. ასევე, დაგეგმილია 32 ეზოში შესასვლელის მოასფალტება.

წინადადებების მიღება 20-25 მაისს იწარმოებს. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ თვეში უნდა დაასრულოს.