Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

April 23, 2026

ქალაქ წალკაში წალკაში, თამარ მეფის ქუჩაზე ცოფის ინფექციის კერიდან 3 კმ.ს რადიუსში კარანტინი დაწესდა – ინფორმაცია სეს-მა მანამ არ მოგვაწოდა, სანამ უწყებიდან საჯარო ინფორმაცია არ გამოვითხოვეთ.

უწყების ცნობით, კარანტინი 8 აპრილს დააწესეს და 30 დღე გაგრძელდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მუნიციპალიტეტში ცოფი 6 აპრილს, მელას დაუდასტურდა, რომელმაც რამდენიმე ძაღლი დაკბინა. თუმცა, სეს-მა ამის შესახებ ინფორმაცია 2 დღის შემდეგ გამოაცხადა და კარანტინიც 8 აპრილს გამოაცხადეს. 

სანამ უწყება ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებდა სოციალურ ქსელებში წალკელები წერდნენ, სავარაუდოდ ცოფიანი მელიის შესახებ. 

წალკაში, ცოფის ინფექციის კერიდან 3 კმ.ს რადიუსში კარანტინი დაწესდა – სეს

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც წალკაში ცხოველს ცოფი დაუდასტურდა. გასული წლის ოქტომბერში, წალკის სოფელ დარაკოვში მელამ კიდევ ერთი ძაღლი დაკბინა, რომელსაც შემდგომ ცოფი დაუდასტურდა. შედეგად კი – სოფლიდან 3 კილომეტრის რადიუსში კარანტინი გამოაცხადეს.

სტატისტიკა

  • სეს-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2026 წლის 20 აპრილამდე პერიოდში საქართველოში ცოფი 2 ძაღლს და 2 მსხვილფეხა საქონელს გამოუვლინდა. 
  • 2025 წელს, ცოფის შემთხვევა 8 ძაღლში და 1 მსხვილფეხა საქონელში გამოავლინეს. 
  • 2024 წელს საქართველოში ცოფი 25 ძაღლს და ერთ მსხვილფეხა საქონელს გამოუვლინდა.