77 ათას ლარამდე თანხა ბორჯომში, გურამიშვილის #4 ში მდებარე კორპუსის რეაბილიტაცისთვის – ტენდერი

October 7, 2022

ბორჯომში, გურამიშვილის #4 ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია იგეგმება, რომლის სავარაუდო ღირებულება 77 ათას ლარამდეა. კორპუსში დააახლოებით 13 ოჯახი ცხოვრობს,  – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება კორპუსის გარე ფასადის დემონტაჟი და ლითონის დგარებისა და რიგელების მოწყობა. ასევე გათვალისწინებულია, ლითონის კიბის მოწყობა და შეღებვა, შენობის შიდა კედლების, ჭერის და ტიხრების შელესვა/შეღებვა და იატაკის მოპირკეთება.

მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, რომ თანხის დიდი ნაწილი 95 % ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა, დანარჩენი 5 % კი – ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსებიდან. 

დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში უდნა შეასრულოს. წინადადებების მიღება 14- 17 ოქტომბერს იწარმოებს.