87 წლის, ტრამპლინიდან ხტომის ოსტატი კობა წაქაძე “სინოვაკით” აიცრა

June 11, 2021

კორონავირუსის საწინააღმდეგო, სინოვაკის ვაქცინით 87 წლის ბაკურიანელი სპორტსმენი, ტრამპლინიდან ხტომის ოსტატი კობა წაქაძე აიცრა.

მისი თქმით, საჯარო ვაქცინაციის გადაწყვეტილება გავრცელებული არასწორი ინფორმაციის საპირწონედ მიიღო.