9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა

April 9, 2024

 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით გარდაბნის მუნიციპალიტეტში 9 აპრილის მემორიალი ტიტებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებმა, მხარის გუბერნატორმა და მოქალაქეებმა შეამკეს.

1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა დაარბიეს. დაიღუა 21 ადამიანი, პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი უცნობი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.