COVID – 19: 4 ახალი შემთხვევა ახალციხეში

November 3, 2020

ოფიციალური ინფორმაციით გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალციხეში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა და ამასთან დაკავშირებული 55-მდე კონტაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციაში გვიდასტურებენ.

იმავე წყაროს ინფორმაციით, სამცხე – ჯავახეთის რეგიონში საერთო ინფიცირებულების რაოდენობა შეადგენს 516 ადამიანს, რომელთაგან გამოჯანმრთელებულია 68 პაციენტი და გარდაცვლილია – 8.

თვითიზოლაციაში იმყოფება 936 პირი: ახალქალაქის – 150 პირი ადიგენის – 130 პირი ახალციხის – 422 პირი ბორჯომის – 83 პირი ასპინძის – 55 პირი ნინოწმინდის – 96 პირი.

საკარანტინო სივრცეში – 337: ახალციხეში 28, ბაკურიანში 309.

ავტორი: ინგა ირიციანი