27 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ახალქალქის კლინიკა “ევექსი” პირველ განცხადებას ავრცელებს

August 7, 2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოსპიოში 27 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალქალქის “ევექსის” კლინიკამ პირველი კომენტარი წერილობით მოგვაწოდა.

პოზიციას გთავაზობთ უცვლელად.

“პირველ რიგში, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მწუხარება პაციენტის გარდაცვალების გამო და მთელი გულით მივუსამძიმროთ ოჯახს.

პაციენტი 6 აგვისტოს საავადმყოფოში შემოყვანილ იქნა რთული სამედიცინო ჩვენებით. კლინიკაში შემოყვანისთანავე, ძალიან მალე დაფიქსირდა გულის გაჩერება, რაც ღამის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე განმეორდა. ყველა ჯერზე გულის რიტმის აღდენა რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა, თუმცა პაციენტის მდგომარეობა დარჩა კრიტიკულად მძიმე. რამდენჯერმე გამოძახებული იყო რეფერალის ბრიგადა, მაგრამ პაციენტის გადაყვანა ვერ მოხერხდა არასტაბილური ჰემოდინამიკის გამო.

პაციენტის მართვაში ჩართული იყო შესაბამისი პროფილის როგორც ადგილობრივი, ასევე თბილისის წამყვანი სპეციალისტების გუნდი. მიუხედავად ყველა კლინიკური ჩარევისა და ინტენსიური მკურნალობისა, პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრების გაუმჯობესება ვერ მოხერხდა და, სამწუხაროდ, 7 აგვისტოს პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტის გარდაცვალების მიზეზები შესაბამისი ორგანოების მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიის დეტალური შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი.

ჩვენ მთელი გულით ვიზიარებთ ოჯახის ტკივილს და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას.”

ვრცლად თემაზე :

http://toktv.ge/%d0%bd%d0%be%d0%b2%d0%be%d1%81%d1%82%d0%b8/%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%90-%e1%83%94%e1%83%95%e1%83%94-2/