TOK TV მიგრაციის აკადემიის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა

October 8, 2021

TOK TV მიგრაციის აკადემიის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა.  “რატომ არის რუსეთი კიდევ უფრო ახლოს“, ასე ქვია ჩვენი გუნდის მიერ მომზადებულ მასალას, რომელიც საუკეთესოთა შორის მოხვდა. ჟურნალისტურ მასალაში მოთხრობილია სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ადამიანების შესახებ, რომელთა ოჯახის წევრები სხვადასხვა მიზეზით საზღვარგარეთ იმყოფებიან მიგრაციაში, მათ შორის დიდი წილი რუსეთში. 

მასალის ნახვა დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ მისამართზე:  რატომ არის რუსეთი ისევ უფრო “ახლოს”

რაც შეეხება კონკურსს მასში საქართველოდან 40 განაცხადი შევიდა, გამარჯვებულების დაჯილდოება ბერლინში გაიმართება.