USAID მისიის დირექტორის, ჯონ პენელისის ვიზიტი ახალციხეში

September 25, 2023

გარემოს დასუფთავების და გამწვანების აქცია, ეკოლოგიური საკითხების მოგვარების ადვოკატირება, თვითმმართველობასთან კომუნიკაცია, თემში არსებული პრობლემების მოგვარებისთვის, მედიაწიგნიერება და დეზინფორმაცია, – რა პროექტებს ახორციელებს USAID საქართველო სამცხე-ჯავახეთში ახალგაზრდების ჩართულობის მიმართულებით.

USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის მონაწილეა ახალციხის სოფელ ურავლის საჯარო სკოლაც, სადაც პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებას გადაეცა სკამები და დეკორატიული საყვავილეები. ახალციხის სანერგე სატყეო მეურნეობამ კი სკოლას ცაცხვის და ნაძვის ხის ნერგები გადასცა.

როგორც USAID მისიის დირექტორი, ჯონ პენელისი გვეუბნება, დღეს, ახალციხის N1 საჯარო სკოლაში, პროგრამის ფარგლებში ხელშეწყობილი პროექტების შესახებ, 4 სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად ისაუბრეს. ეს ჩვენს რეგიონში მისი პირველი ვიზიტია.