“გასაგებია, საერთაშორისო პარტნიორების შიში”- ირაკლი კობახიძე

February 23, 2021

“ჩვენთვის გასაგებია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ შიში საქართველოში პოლიტიკური პროცესების შემდგომ პოლარიზაციასთან დაკავშირებით, რამაც პოლიტიკური სისტემა, ურთიერთობების დასავლურ სტანდარტებს შეიძლება დააშოროს.”- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საერთაშორისო პატრნიორების შეფასებას. 

ირაკლი კობახიძის განმარტებით, სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციას ვერაფერი შეაფერხებს. 

“ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ პოლარიზაციის შემცირებისკენ გზა სწორედ რომ სახელმწიფოს ღირსების განუხრელ დაცვაზე, სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლის უზენაესობის პრინციპების რეალიზებაზე გადის.” – თქვა ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე. 

ნიკა მელიას დაკავების შემდეგ საერთაშორისო პარტნიორებმა არაერთ განცხადებაა გაავრცელეს, სადაც ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გამო აკრიტიკებდნენ. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, მთავრობის ამ ქმედებით საქართველომ ევროატლანტიკურ გზაზე უკან დაიხია.