Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

ოკუპირებულ აფხაზეთში საბანკო ბარათების მომსახურებას 2 თურქული ბანკი იწყებს – ადგილობრივი მედია

December 22, 2020

ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთის ორმა უმსხვილესმა ბანკმა ადგილობრივი ე.წ ეროვნული ბანკის (APRA) “World” ბარათების მომსახურება დაიწყო. – ამის შესახებ აფხაზური გამოცემა წერს.

გამოცემის თანახმად, საუბარია Is Bank-სა და Ziraat Bank-ზე.  ამ ბანკებს ფილიალები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზეც აქვთ. Is Bank-ის ვებგვერდის მიხედვით, მას საქართველოში ორი ფილიალი და ოთხი ბანკომატი აქვს – თბილისსა და ბათუმში. Ziraat Bank-ს კი ფილიალები თბილისში, ბათუმისა და მარნეულში აქვს.

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის თურქული ბარათებით მომსახურების შესახებ ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს და შერიგების სამინისტროს დავუკავშირდით. უწყებებში გვითხრეს საკითხზე ინფორმაციას მალე მოგვაწოდებენ.