ოპოზიციის აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რომელიც ჩვენ დღეისთვის გვაქვს – მაია ცქიტიშვილი

November 24, 2020

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და გაზრდილ COVID19-ის სტატისტიკას ოპოზიციის მიერ ჩატარებულ აქციებს უკავშირებს.

“ჩვენ ვერანაირად ვერ შევაჩერებდით კონსტიტუციურად დადგენილ პროცესს, აქედან გამომდინარე შეზღუდვებზე მსჯელობა ვერ მოხდებოდა, მაშინ, როცა მსგავსი ტიპის აქციები გვქონდა ქუჩაში” – მაია ცქიტიშვილი.

​ მისივე თქმით, მთავრობა რეგულაციების დაწესებას არ აგვიანებს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბიზნესის წარმომადგენლების ინტერესებს ითვალისწინებს. მაია ცქიტიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამჯერად ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები რჩება და შესაძლებელია ახალი რეგულაციები მობილობის შესამცირებლად დაწესდეს.