რუსი სამშვიდოებოები ყარაბაღში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით გადაჰყავთ

November 11, 2020

საქართველომ რუსეთს სამშვიდოებოების კონტინგენტის მთიან ყარაბაღში გადასაყვანად საჰაერო სივრცე გაუხსნა, – ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ადასტურებს. მისივე სიტყვებით, გადაწყვეტილება სომხეთისა და აზერბაიჯანის მომართვის საფუძველზე ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღეს. 

ზურაბ აბაშიძე არ აზუსტებს დროს თუ როდის მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება. “დღეს გუშინ, ახალ მიღებული გადაწყვეტილებაა” ამბობს ის. აბაშიძე ასევე არ გვპასუხობს კითხვაზე თუ რა ვადით შეძლებს რუსეთის სამხედრო ავიაცია ქართული საჰაერო სივრცის გამოყენებას. ის ასევე გვეუბნება, რომ არ ფლობს ინფორმაციას თუ რატომ უარყო თავდაპირველად საგარეო საქმეთა სამინისტრომ გავრცელებული ინფორმაცია. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს საჰაერო სივრცე რუსული სამხედრო თვითმფრინავებისთვის გაიხსნა. მისი ინფორმაციით, ფრენები “გარკვეული  შეზღუდული პერიოდის განმავლობაში” გაგრძელდება.