გაგაცნობთ ახალციხელ ახალგაზრდა შემსრულებლებს, რომლებსაც პროექტ „ურბანული ხმების“ ფარგლებში ჩვენს აუდიტორიას ეტაპობრივად წარვუდგენთ.
თათული მანველიშვილი – 15 წლის, String Wave-ის წევრი და სოლისტი, გიტარაზე უკვე 7 წელია უკრავს.
თათულის მუსიკით გატაცება ბავშვობიდან დაიწყო. როგორც თავად ამბობს:
„გიტარაზე დაკვრა იმდენად მინდოდა, რომ 8 წლის ასაკში მე თვითონ მოვიძიე მასწავლებელი, გიტარაც ვიპოვე, რომელსაც ორი სიმი აკლდა და მშობლებს ვუთხარი, რომ მათგან მხოლოდ სიმები მჭირდებოდა.“
დღეს თათული აგრძელებს მუსიკალურ განვითარებას, სურს კიდევ უფრო გაიზარდოს როგორც მუსიკოსი და მომავალში სხვა ინსტრუმენტებზე დაკვრაც სცადოს.
მისი და მისი თანაგუნდელების მოსმენა 14 ნოემბერს, ახალციხეში, „დარანში“ შეგეძლებათ, სადაც ადგილობრივი გიტარის ჯგუფი String Wave დაუკრავს.
„ურბანული ხმები“ სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდისა და ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის საერთო პროექტია, რომელიც 13 და 14 ნოემბერს ახალციხეში გაიმართება.
13 ნოემბერი – Asea Sool
ლაივ კონცერტი და მუსიკალური მასტერკლასი
14 ნოემბერი – String Wave
ლაივ შესრულება
მოგვყევით, რადგან ეს მხოლოდ დასაწყისია და მალე სერიის სხვა ახალგაზრდა შემსრულებლებსაც გაგაცნობთ ![]()