“მე ჩემი პარტიიდან არსად წავსულვარ” – ვანო მერაბიშვილი უკრაინელი ბლოგერისთვის, სერგეი კორნაკოვისთვის მიცემულ ინტერვიუში საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს.
კითხვაზე თუ რა პოლიტიკურ მიმართულებას ირჩევს, როდის აპირებს ამის გახმაურებას და რომელ პოზიციაზე იყრის კენჭს, ის პასუხობს: „
მე არაფერზე მაქვს პრეტენზია/”Я ни на что не претендую ” . ვფიქრობ რომ მე არ მაქვს უფლება. ვფიქრობ, რომ მე არ უნდა მეკავოს რომელიმე პოლიტიკური პოზიცია. მინდა მაგალითი ვაჩვენო, რომ თანამდებობა მთავარი არ არის.
არ გამოვთქვამ პრეტენზიას მინისტრის პორტფელზე ან სხვა რაიმე პოზიციაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა რომ მე ვცდილობ ჩემთვის რაღაც მიზნების მიღწევას,“ — თქვა მერაბიშვილმა.
ასევე, მერაბიშვილის თქმით, გეგმებზე მაშინ ისაუბრებს, როცა საჭირო გახდება. „ჩემი გეგმების შესახებ როცა შევხედავ, რომ განცხადების გაკეთება საჭიროა აუცილებლად გავაკეთებ. მე მაქვს გეგმები ,მაგრამ ჩემს გეგმებზე განცხადების გაკეთება საზღვარგარეთის მედიასთან არაკორექტულია.“
საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სამცხეში, ვანო მერაბიშვილი წარდგება, თუმცა ეს ოფიციალურად არც პარტიას და არც თავად მერაბიშვილს განუცხადებია.
ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო მიმდინარე წლის 20 თებერვალს დატოვა, იგი სასჯელს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით იხდიდა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პატიმრობაში 6 წელი და 9 თვე გაატარა.
ავტორები: სედა სარქისიანი, მიშო დარბაიძე
სტატია ჩასწორებულია: დამატებულია ვიდეო ამონარიდი ინტერვიუდან შეცვლილია წინადადება “მე არაფერზე მაქვს პრეტენზია/”Я ниначто не претендую”. ძველი ვერსია: „მე კენჭს არ ვიყრი”