არამ არუთუნიანი სახლში იყო, როდესაც ომში გამოიძახეს. იგი მეგობრებთან ერთად ცხინვალში საქართველოს დასაცავად წავიდა. სამი დღის განმავლობაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. მისი ზოგიერთი თანამებრძოლები დაიღუპა. “სამი დღის შემდეგ იყო გასროლა და სიჩუმე…”, დაჭრილი არამი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„კონტრაქტით ვმსახურობდი, ქვეყნის დაცვა ჩემი მოვალეობა იყო. სამი დღის განმავლობაში ოკუპანტ რუსეთს ვებრძოდი ცხინვალში, თუმცა შემდეგ ცეცხლი გაგვიხსნეს და დამჭრეს. როცა გამოვკეთდი, ომი უკვე დამთავრებული იყო,“ – გვიყვება არუთუნიანი.
12 წლის წინ მომხდარი სახეზეც ემჩნევა. „როდის მივიღე დაზიანება არ ვიცი. მხოლოდ მახსოვს, რომ როცა ცეცხლი გაგვიხსნეს … მეტი არაფერი მახსოვს.“
არამ არუთუნიანი თვლის, რომ სამშობლო არის იქ სადაც დაიბადა და გაიზარდა, ხოლო საკუთარი მიწა-წყლის დაცვა უმნიშვნელოვანესია ყველა მოქალაქისთვის.
„ვალდებული ხარ დაიცვა ის სადაც დაბადებული და გაზრდილი ხარ. დაიცვა შენი მიწა-წყალი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ომია არ ფიქრობ უკან დახევაზე… იქ შენი მეგობრები, თანაგუნდელები არიან, ვისთანაც წლობით ვმსახურობდი და თუ ისინი ჩემს გამო დაშავდებოდნენ საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი.”
რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო. ომი ხუთი დღე გაგრძელდა და იმსხვერპლა 170 სამხედრო მოსამსახურე, 14 შსს-ს თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე. რუსეთი საქართველოს ტერიტორიებს დღემდე უწყვეტად იტაცებს.
ავტორი: მიშო დარბაიძე