მეტი ინფორმაცია ნაც. მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატზე სამცხეში

August 20, 2020


„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამცხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით სამცხეში დეპუტატობისთვის ვაჟა ჩიტაშვილი იბრძოლებს, – ინფორმაცია დაგვიდასტურა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ოფისის წარმომადგენელმა, ივერი ბალახაშვილმაც.

ვაჟა ჩიტაშვილი მერვე მოწვევის პარლამენტის წევრია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”. იგი 2008 წელს ახალციხის გამგებელის პოზიციას იკავებდა. იყო სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი.

ვაჟა ჩიტაშვილს სულ პარტიებისთვის 7 000 ლარი აქვს შეწირული. 2016 წელს მან 5 000 ლარი „ნაცმოძრაობას“ ხოლო 2018 წელს 2 000 ლარი „ევროპულ საქართველოს’ შესწირა.

ასევე მის სახელზე ფიქსირდება 2011 წელს რეგისტრირებული კომპანია, შპს „ნარდი“, სადაც დირექტორის პოზიციას იკავებს. ხოლო კომპანიის 100 %-ს დეპუტატობის კანდიდატის მეუღლე, მარინა ზაქროშვილი ფლობს.

პარტიას ამ დრომდე არ წარუდგენია ჯავახეთში დეპუტატობის კანდიდატი. სამცხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაასახელა მმართველმა პარტიამ, ვაჟა ჩიტაშვილს კონკურენციას ანტონ ობოლაშვილი გაუწევს.

ავტორი: მიშო დარბაიძე

Leave a Reply