ახალციხის რაიონული სასამართლოს, მოსამართლემ ლუიზა თოდუამ, ალბერტ გრიგორიანს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. წინა სასამართლო სხდომა კი 4 ოქტომბერს ჩაინიშნა. ინფორმაციას გვიდასტურებს სასამართლოს მენეჯერი, ნინო ჩიგოგა.
გრიგორიანი პოლიციამ 22 აგვისტოს დააკავა. მას ბრალად იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება ედება. ადგილობრივები ამბობენ, რომ იარაღი პოლიციამ მას განზრახ ჩაუდო.
შსს-ში გამოძიება სსკ-ს 236 მუხლის 3-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა -შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ავტორი: მიშო დარბაიძე