საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს საქართველოს პარლამენტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესის საბჭოს არჩევნების შესახებ განკარგულება გამოსცა.
არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება.
“დღევანდელ პირობებში, როცა უკვე გავიარეთ კოვიდ-ის პანდემია და საკმაოდ მძიმე წელი, აუცილებელია, რომ ძალიან მშვიდად მოვემზადოთ არჩევნებისთვის. ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს! ჩვენ ამით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობას,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დღეს ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანიაც. პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ მოსახლეობას, ჩაატარონ წინასაარჩევნო კამპანიები და გამოაკრან პლაკატები.
ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889