ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
სამცხის მაჟორიტარობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, ანტონ ობოლაშვილი ვანო მერაბიშვილთან მეგობრობაზე გავრცელებულ ინფორმაციას TOK TV-სთან უარყოფს. არც თავისი მეუღლის და მერაბიშვილის ბიძაშვილობას ადასტურებს.
ჩვენ ობოლაშვილს ასევე ვკითხეთ მიზეზი, თუ რატომ წავიდა ბიზნესიდან პოლიტიკაში, რომელი პრობლემაა მისთვის რეგიონში ნომერ პირველი და როგორ აპირებს ამ პრობლემის აღმოფხვრას?
ანტონ ობოლაშვილს პოლიტიკური წარსული არ აქვს. მისი ბიზნესებიდან ექვსიდან ოთხ კომპანიაში 100 %-იანი წილის მფლობელია.
ანტონ ობოლაშვილი მმართველმა პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად 20 ივლისს წარადგინა.
ამ დრომდე სამცხეში დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – ვაჟა ჩიტაშვილი; „ევროპულმა საქართველომ“ – ზურაბ ჩილინგარაშვილი და „თავისუფალმა საქართველომ“ – გოდერძი კუბლაშვილი.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება, ამის შესახებ განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა.