ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ოფისის წარმომადგენლები ადიგენის საარჩევნო ოლქში მეექვსე ნეიტრალური წევრის, ქეთევან ობოლაშვილის დანიშვნას აპროტესტებენ. მათი თქმით, ქეთევან ობოლაშვილს ნათესაური კავშირი აქვს მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, ანტონ ობოლშვილთან.
ახალციხის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან, კობა სანდროშვილი ამბობს, რომ არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიანად ჩატარებისთვის აუცილებელია ობოლაშვილის სხვა, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი წევრით ჩანაცვლება.
ცესკო-ს პრეს სპიკერი, ანა მიქელაძე TOK TV-სთან საუბარში ამბობს, რომ ყველა წევრის არჩევა მოხდა კანონის დაცვით, რომლესაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებიც კი ესწრებოდნენ.
„მათი არჩევა გაიმართა კანონის სრულად დაცვით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დროებითი წევრები აირჩია ღია და გამჭვირვალე გარემოში. ამ პროცესს აკვირდებოდნენ რვა სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. თითოეული პირი არჩეულია კოლეგიალურად. არჩეული 72 დროებითი წევრიდან 68-ს აქვს ამ კუთხით გამოცდილებაც. არცერთ მათგანს არ უფიქსირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი, ანუ ისინი კეთილ სინდისიერად მუშაობენ.“
ნაც. მოძრაობის ახალციხის ოფისის წარმომადგენლებმა საგანგებო ბრიფინგი დღეს, 7 სექტემბერს საკუთარ ოფისში გამართეს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება, ამის შესახებ განკარგულება საქარველოს პრეზიდენტმა 31 აგვისტოს გამოსცა