გელა ნოზაძე, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე TOK TV-თან პირველ განცხადებას აკეთებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ახალციხის საკრებულოს მუშაობის კვლევის თაობაზე. ნოზაძე ამბობს, რომ სხდომების გაცდენა იქნება ეს მიზეზით თუ უმიზეზოდ დანაშაული არ არის. ლიმიტამდე.
საქმე ეხება მიმდინარე წლის 23 ივლისს გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გაარკვია, რომ ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა ორი წლის განმავლობაში სხდომები 340-ჯერ გააცდინეს, მათ შორის 334 არასაპატიო მიზეზით. მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციის რეგიონული კოორდინატორი, თამარ უჩიძე TOK TV-თან ამბობდა, რომ “საკრებულოს სხდომებს ფორმალური სახე ჰქონდა“ და შესაბამის ორგანოებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებდა. რა გამოხმაურება მოჰყვა გამოქვეყნებიდან თვენახევრის თავზე კვლევას, ჩვენ ამის გასარკვევად თამარ უჩიძეს კვლავაც დავუკავშირით. იგი ამბობს, რომ კვლევას გამოხმაურება საკრებულოს მხრიდან არ მოყოლია.ახალციხის საკრებულოს საქმიანობის მიმოხილვის პრეზენტაცია 23 ივლისს გამართა.