ახმეტის, ჩოხატაურის და გორის რამდენიმე სოფელთან საკონტროლო პუნქტები მოეწყობა

September 14, 2020

სოფელ მატანში, ზოდში, ჩხაკაურასა და ქიწნისში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა.გადაწყვეტილება მთავრობის საკორდინაციო სხდომაზე დღეს მიიღეს. 

„ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდსა და ჩხაკაურასთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან მოეწყო საკონტროლო პუნქტები. ყველა შემსვლელი და გამსვლელი ამ მუნიციპალიტეტებში დაექვემდებარება ტესტირებას და თერმოსკრინინგს. ასევე ამ მუნიციპალიტეტების ამ სოფლებში, 1-ელ ოქტომბრამდე სწავლა გაგრძელდება დისტანციურ რეჟიმში“,-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.


დღეს დილით საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

Leave a Reply