ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
დასაქმება, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, შშმ პირების მხარდაჭერა , ინფრასტრუქტურა – ეს ის პრობლემები და გამოწვევებია, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აწუხებს და მოგვარება სურს.
“დავით ჭიჭინაძე -ტრიბუნას“ წარმომადგენლის, გელა კვარაცხელიას წინასაარჩევნო შეხვედრაზე „კავშირი თანადგომა შვილებს“ თავმჯდომარემ, მაია გაჩეჩილაძემ შშმ პირებისთვის დღის ცენტრის მოწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა . როგორც იგი გვეუბნება, დღის ცენტრს იგი 2016 წლიდან ითხოვს თუმცა ამ დრომდე გაცემული ყველა დაპირება შეუსრულებელი დარჩა.
გელა კვარაცხელიამ მოსახლეობასთან და ადგილობრივ სამოქალაქო სექტორთან შეხვედრა დემოკრატიულილი ჩართულობის ცენტრების ქსელის, ახალციხის ოფისის ორგანიზებით გამართა. მისი თქმით, პრობლემები რომელიც გამოიკვეთა განპირობებულია თვითმმართველობის არაეფექტურ მუშაობით.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული კოორდინატორი, თამუნა უჩიძე თვლის, რომ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრები მოსახლეობას ეხმარება არჩევანის გაკეთებაში.
რაც შეეხება ტრიბუნას წარმომადგენელს, გელა კვარაცხელია 2003 წელს სამი თვით სამცხე–ჯავახეთის, გუბერნატორი იყო, მანამდე კი 1999 წლიდან პარლამენტის წევრი „მოქალაქეთა კავშირიდან“. ასევე 2013-17 წლებში იყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამსახურის უფროსი.
პარტიას ოფიციალურად არ წარუდგენია, თუმცა მისი კანდიდატურა სამცხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად განიხილება.