საქართველოში COVID-19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და რიცხვი 20-მდე გაიზარდა. განახლებული ინფორმაცია სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
გარდაცვლილი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 60 წლის ქალბატონია.
დღევანდელი ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 3695-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 40 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი-1534.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თქმით, 193 ახალდადასტურებული შემთხვევა რეგიონებში ასე განაწილდა:
- აჭარა – 92;
- იმერეთი – 53;
- თბილისი – 31;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 8;
- გურია – 7;
- რაჭა-ლეჩხუმი – 1;
- მცხეთა-მთიანეთი – 1.
მისივე თქმით, კოვიდცენტრებში კრიტიკულად მძიმე
16 პაციენტი. რაც საერთო რაოდენობის 0,4%-ია.