ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეჭლაში ამ დროისთვის ტესტირება ჩაუტარდა 42 ადამიანს. ისინი ინფიცირებულებთან კონტაქტში იმყოფებოდნენ. ყველა პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ ჩვენ რწმუნებულის აპარატის უფროსმა, გიორგი მიქელაძემ გვითხრა.
„გუშინ ველოდებოდით ორი ადამიანის ანალიზის პასუხს და უარყოფითია. ასევე, დაემატა 17 კონტაქტი და მათი ანალიზის პასუხებიც უარყოფითია. ამ დროისთვის სულ 42 კონტაქტია გამოკვლეული,“ – გვითხრა მიქელაძემ.
ადიგენის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევა გუშინ, 22 სექტემბერს გამოვლინდა. რაც შეეხება ახალციხეს, სადაც გასვენებაში მყოფ პირს კორონავირუსი საუდასტურდა, გიორგი მიქელაძის თქმით, გამოკვლეულ კონტქტთაგან სამი პირის პასუხებს ელოდებოდნენ, დღეს კი კიდევ ხუთ პირს აუღეს ანალიზი.
„სამი პირის ანალიზის პასუხები მივიღეთ და ყველა უარყოფითია. ახლა გაიგზავნა კიდევ ხუთი ანალიზი და ველოდებით.“
ამ დროისთვის ახალციხეში გასვენების ჯგუფის სულ 59 კონტაქტია გამოკვლეული. ნაწილი საკარანტინო სივრცეშია, ნაწილი კი – თვითიზოლაციაში.
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი პირველად, ოფიციალურად, 16 აპრილს დაფიქსირდა.
ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 3 913 შეადგენს, რომელთაგან 1 574 გამოჯანმრთელდა და 22 გარდაიცვალა.