ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ადიგენში, სოფელ ჭეჭლაში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის თქმით, ინფიცირებული აჭარაში ქორწილში იმყოფებოდა და კოვიდინფიცირებულების კონტაქტებიდან არ არის.
“აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ყველა დაიტესტა ვინც ქორწილში იყო და შესაბამისად ესეც. ტესტის პასუხმა აჩვენა, რომ ვირუსი დაუდასტურდა,” – ამბობს მიქელაძე.
მისივე თქმით, ამ დროისთვის აჭარაში ქორწილში მყოფი სულ 49 ადამიანია მოკვლეული, რომელთაგან ვირუსი სამ ადამიანს დაუდასტურდა.
ადიგენის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი პირველად ორ პირს 21 სექტემბერს დაუდასტურდათ.