საქართველოში კორონავირუსით 25-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
მანამდე, დღეს დილით ცნობილი გახდა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების შესახებაც. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თმით, 24-ე პაციენტი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.მისივე თქმით,პაციენტს ორჯერადი ტესტირებით, კორონავირუსი აღარ უდასტურდებოდა.
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დადასტურდა. 25 აგვისტოს შემდეგ, 20 სექტემბრამდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალება არ დაფიქსირებულა. ბოლო ოთხ დღეში კი Covid19-ით 6 ადამიანი გარდაიცვალა.