ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ადიგენის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ 4 შემთხვევა გამოვლინდა, ინფორმაციას გვაწვდის სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსი, გიორგი მიქელაძე. შემთხვევები სოფელ ჭეჭლაში დაფიქსირდა.
“ჭეჭლაში, მოხეში და აფიეთში დაწყებულია მასობრივი ტესტირება. ჭეჭლაში კიდევ ოთხ პირს აღმოაჩნდა ვირუსი,” – გვითხრა მიქელაძემ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის 267 ადამიანია შემოწმებული და დღეს კიდევ მიმდინარეობს ტესტირება.
რაც შეეხება სოფელ უდეში მცხოვრებ სასწრაფოს ექთანს, ოფიციალური ინფორმაციით, მისი ინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია.
“რამდენიმე ვერსია არის, ამ ეტაპისთვის წყარო არ არის მოძიებული. გუშინდელი ინფორმაციით ინფიცირებულის 25-მდე კონტაქტი იყო შესწავლილი.”
ამ დროისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, ადიგენის მუნიციპალიტეტში 8 კოვიდინფიცირებულია. პირველად მუნიციპალიტეტში ვირუსი 21 მარტს გამოვლინდა.