ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეჭლაში მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. ოფიციალური მიზეზი კორონავირუსის გავრცელებაა.
როგორც ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, ინგა ბოჭორიშვილი TOK TV-ს უყვება სოფელში ორ მოსწავლეს COVID-19 დაუდასტურდათ.
“სოფელ ჭეჭლას სკოლა დაიხურა, რადგან სკოლაში ორ მოსწავლეს დაუდასტურდა ვირუსი. სწავლა დისტანციურზე გადავიდა, ხოლო 8 ოქტომბრამდე მოსწავლეები და მასწავლებლები თვითიზოლაციაში არიან,” – გვითხრა ბოჭორიშვილმა.
ჩვენ სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსს, გიორგი მიქელაძესაც დავუკავშირდით: “ორ მოსწავლეს დაუდასტურდა ვირუსი, ამიტომ ჭეჭლაში სასკოლო პროცესი დისტანციურზე გადავიდა.”
მისივე თქმით, ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 25-ს შეადგენს, ამათგან სოფელ ჭეჭლაში 12 კოვიდინფიცირებულია.
ოფიციალური მონაცემები სოფლებზე ასე ნაწილდება: დიდ ზანავში-5; ღორთუბანში – 2; კეხოვანში -1; უდეში – 2; გომაროში – 1; ნინოწმინდაში – 1 და ასპინძაში 1.