აქცია ახალქალაქში – განახლებადი

October 6, 2020

14:50

აქციაზე იმყოფებოდა “ქართული ოცნების” ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც სამველ მანუკიანიც. ის გვეუბნება, რომ შეკრებილები არცახის მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებენ და კონკრეტული სხვა მოთხოვნა არ აქვთ. ასევე ამბობს, რომ ადგილზე შეკრებილებს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეკომენდაციების მიხედვით ხლების ანტისეპტიკებით დამუშავების საშუალებაც ჰქონდათ.

14:30

“არანაირი მოთხოვნით არ აქვთ, მეც ვიყავი და წამოვედი” – გვეუბნება ახალქალაქში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მელიქ რაისიანი. მისი თქმით, ახალქალაქის ცენტრში მშვიდობიან აქციაზე მყოფი მოსახლეობა ყარაბაღის გვერდით დგომის საჩვენებლად შეიკრიბა.

14:00

ახალქალაქში ათასობით მოქალაქე ყარაბაღის სოლიდარობის აქციაზე შეიკრიბა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჩვენ რედაქციას ეუბნება, რომ მთავარი მოთხოვნა საქარველო-სომხეთის საზღვარზე ჰუმანიტარული ტვირთის გატარებას მოითხოვს.

ჩვენ ახალქალის მერს დავუკავშირდით. ის გვეუბნება, რომ აქცია არის მშვიდობიანი და შეკრებილი მოსახლეობა სოლიდარობას უცხადებს ყარაბარში მცხოვრებლებს.

რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა აქციის გამართვაზე ნებართვა გაცემული, ახალაქალის მერიაში გვპასუხობენ, რომ აქციისთვის ადგილის გამოყოფის მოთხოვნით მერიისთვის არავის მიუმართავს, შესაბამისად უწყებას არც კოვიდ პანდემიის პირობებში წესების დაცვაზე გაუცია რეკომენდაცია.

შერიგების და სამოქალქო ინტეგრაციის სამიინსიტროს პოზიცია საკიტხტან დაკავშირებით ჯერჯ-ჯერობით უცნობია, ასევე ველოდებით შემოსავლების სამსახურის კომენტარს, აქციის მონაწილეთა მოთხოვნით ტვირთის გატარების თაობაზე.