ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანება მედია პლატფორმა, “სამხრეთის კარიბჭეს” ჟურნალისტისთვის მიყენებულ შეურაცხყოფას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანამდებობის პირებმა არაერთხელ გამოხატეს ჟურნალისტების მიმართ აგრესია. ორგანიზაციის ექსპერტები მოუწოდებენ შესაბამის საგამოძიებო უწყებებს, “დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.”
“თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების მიმართ გამოხატულმა აგრესიამ ტენდენციის სახე მიიღო. ქარტია მიიჩნევს, რომ „სამხრეთის კარიბჭეს” მიერ გავრცელებული აუდიომასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით,” – აღნიშნულია განცხადებაში.
საქმე ეხება სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, ეკლესიაში მომხდარ ინციდენტს, როცა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა მელიქიძემ “სამხრეთის კარიბჭეს” ჟურნალისტს ფოტოების წაშლა მოთხოვა. ამასთან ერთ-ერთმა მოქალაქემ ჟურნალისტს წაართვა ტელეფონი და ხმის ჩამწერი მოწყობილობა, ხელი მოუჭირა , ეკლესიის ეზოდან გაგდებას უპირებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. «შენ ღმერთი არ გწამს, ურჯულო ხარ, წაგათრევ პოლიციაში,” – იხსენებს ჟურნალისტი ჩვენთან საუბარში.
თავად მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა მელიქიძემ ჩვენთან საუბარში თქვა, რომ გამოცემას გაზვიადებულად უწერია და მისი მხრიდან არანაირი სახის დაპირისპირებას ქონია ადგილი.