ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ისრაელის ელჩი რან გიდორი გვეუბნება, რომ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მხარდასაჭერად მან უკვე დაიწყო მოლაპარაკებები საელჩოსთან და ეთნიკური კუთხით მომუშავე ორგანიზაციებთან. მაგალითად კი მოჰყავს ის ფაქტი, რომ ისინი უკვე მუშაობენ სხვადასხავა რელიგიურ ჯგუფებთან.
ამის შესახებ ელჩმა ახალციხეში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
“ჩვენ თბილისში დავიწყეთ მოლაპარაკებები საელჩოსთან და ეთნიკური უმცირესობების კუთხით მომუშავე ორგანიზაციებთან. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ის, რომ ჩვენ ვმუშაობთ ბაპტისტურ ეკლესიასთან. ასევე ჩამოვაყალიბეთ მუსლიმური, ქრისტიანული და ებრაული ჯგუფები,” – გვითხრა ელჩმა.
ისრაელის ელჩი რან გიდორი სამცხე-ჯავახეთში რამდენიმე დღე დარჩება და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ტურისტული კუთხით მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად მოინახულებს სხვადასხვა ტურისტულ ობიექტს.
შეხვედრა დღეს 20 ოქტომბერს სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ახალციხის მერი, ზაზა მელიქიძე და გუბრერნატორი, ბესიკ ამირანაშვილი, თუმცა მათ მედიასთან საუბარი არ ისურვეს და შეხვედრა უკომენტაროდ დატოვეს.