ახალციხის კლინიკა “იმედში” კორონავირუსით 14 მედ პერსონალია დაინფიცირებული, თუმცა ამ ეტაპზე კლინიკა განაგრძობს ფუნქციონირებას,- ამის შესახებ ჩვენ “იმედის” კლინიკურმა მენეჯერმა, მზია კაკოშვილმა გვითხრა.
“ამ ეტაპზე არ არის საჭიროება კლინიკამ შეწყვიტოს ფუნქციონირება რადგან საკმარისი პერსონალია ისეთები, რომლებსაც ინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონია და მუშაობას ვაგრძელებთ.”
ასევე, გუშინ ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ავეტის ტონაკანიანმა დაგვიდასტურა, რომ ახალქალაქის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის 12 თანამშრომლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. სამსახური დროებით დაიკეტა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მუნიციპალიტეტში სასწრაფო დახმარება დასჭირდებათ ნინოწმინდიდან გამოიძახებენ.
დღეს სამცხე-ჯავახეთში, ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის 18 შემთხვევაა დადასტურებული. ზუსტად რომელ მუნიციპალიტეტში მოხდა ინფიცირება ჯერ ჯერობით უცნობია.