ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 130 აღებული კოვიდ ტესტიდან 30 დადებითია,– ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსმა, გიორგი მიქელაძემ დაგვიდასტურა.
მიქელაძე გვეუბნება, რომ არის სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანი.
გიორგი მიქელაძე, ასევე გვეუბნება, რომ ამ ეტაპზე მუშაობას განაგრძობს სასწრაფო და სხვა სამედიცინო დაწესებულებებიც.
ამ დროისთვის ოფიციალური ინფორმაციით, რეგიონში სულ 161 პირია ინფიცირებული. კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა მუნიციპალიტეტებში შემდეგნაირად ნაწილდება:
ახალციხე – 11
ანინოწმინდა – 11
ასპინძა – 5
ნინოწმინდა – 2
ადიგენი – 1
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში – 729 და კარანტინში – 442 პირია მოთავსებული.