ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ოპოზიციური პარტიები ცესკოსთან უწყვეტ პროტესტს გეგმავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა და ახალი არჩევნების დაინიშვნაა.
“ჩვენ ვიქნებით ცესკოსთან, მანამ სანამ არ გადადგება ჟვანია და მთელი შემადგენლობა,” – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ.
დღეს, აქციაზე ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერის, ნიკა მელიას თქმით ჟვანიას გადასადგომად დრო 20:00 საათამდე ჰქონდა. თუმცა ამ დრომდე ჟვანიას არანაირი განცხადება არ გაუკეთებია.