ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889
ახალციხის საკრებულოს სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ეკა ტატალაშვილმა საკითხების ბუნდოვანებაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ მათ კონკრეტიკა აკლია. გარდა ტატალაშვილისა სხდომაზე პროტესტი გამოთქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, თამარ გოგოლაძემაც. მან ქალაქში ე.წ. მესაზღვრეების ტერიტორიაზე მიუსაფარი ადამიანებისთვის თავშესაფრის აშენება მოითხოვა, ვინაიდან ინფრასტრუქტურულ პროექტებში აღნიშნული ნაგებობა არ აღმოჩნდა გათვალისწინებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა ნოზაძემ თქვა, რომ ის შენობები, რომლებშიც შესაძლებელი იყო საცხოვრებლის მოწყობა კვლავ შსს-ს ბალანსზე რჩება და მუნიციპალიტეტს არ გადასცემია.
ასევე, ახალციხის სოფელ ივლიტაში სპორტულ მოედანს „არჩილ ტატუნაშვილის“ სახელი მიენიჭა – გადაწყვეტილება დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
დღესვე დეპუტატებმა, რეგიონებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხებით დაგეგმილი პროექტი მოიწონეს და საკითხს მხარი დაუჭირეს.
დღესვე, ფრაქცია “ევროპულის საქართველოს“ სახელის შეცვალა და ამიერიდან მას „განვითარებული ახალციხე“ ჰქვია. ცვლილების მიზეზი პარტიის წარმოამდგენლემა არ დააკონკრეტა.