ბრაზილიელი ხელოვანი ხორხე რორიზი რიო დე ჟანეიროს კარნავალისთვის რეალისტურ, ინდივიდუალურ პირბადეებს ქმნის. ამის შესახებ reuters წერს. იგი ფერად კოსტუმებს კარნავალისთვის აქამდეც ქმნიდა, მაგრამ პანდემიის ფონზე, როცა პირბადე ერთ-ერთ ყველაზე საჭირო ნივთად იქცა, ხელოვნების გამოყენება ამ კუთხით სცადა.
რორიზი ადამიანის სახის ქვედა ნაწილს თეთრ ნიღაბზე სრული სიზუსტით ხატავს, დიდ დროს უთმობს ისეთ დეტალებს როგორიცაა ტუჩები, კანის ფერი, ნაკვთები და ა.შ. ნიღბები პოპულარული გახდა იმ ადამიანებში, რომელთაც არ უნდათ სახის დამალვა, მაგრამ ვირუსისგან თავის დაცვა სურთ.