გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით კიდევ 2 პირი გარდაიცვალა, რის შემდეგაც რეგიონში ამ მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობა 11-ს გაუტოლდა – ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციაში გვიდასტურებენ.
“ორი პირი გარდაიცვალა კიდევ, ერთი ახალციხეში 84 წლის მამაკაცი და მეორე ადიგენში 83 წლის ქალბატონი,” – გვეუბნება რეგიონული ადმინისტრაციის აპარატის უფროსი, გიორგი მიქელაძე.
იმავე წყაროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის კიდევ 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა მათ შორის:
- ადიგენში – 8
- ახალციხეში – 24
- ახალქალაქში – 2
- ნინოწმინდაში – 4
- ბორჯომში – 20
- ასპინძაში – 1
ასევე, ინფიცირებულია 1 უცხო ქვეყნის მოქალქეც, თვითიზოლაციაში – 1 460 პირი და კარანტინში – 303 პირია მოთავსებული.
ოფიციალური ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის – 1264 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან – 204 გამოჯანმრთელებული და – 11 გარდაცვლილია.