ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889
ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გამოქვეყნდა ინფორმაცია რომ ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის პლატფორმის პარტნიორი გახდა. რამდენად ეფექტურად აისახება ეს პარტნიორობა ადგილობრივების და მუნიციპალური ორგანოების თანამშრომლობაზე, რადგან პრაქტიკიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობა ნაკლებად არის ჩართული.
ვრცლად ნახეთ სიუჟეტში
- ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს მოსახლეობა არ ესწრება. საკრებულოს დეპუტატებსაც უჭირთ გახსენება იმ სხდომის როდესაც მათთან ერთად დარბაზში დაინტერესებული მოქალაქეები იმყოფებოდნენ და ამბობენ, რომ მიზეზი პანდემიაა.
- დეცენტრალიზაციის და ადგილობრივი მმართველობის თემებზე მომუშავეთა შეფასებით, მოსახლეობის დაბალი მონაწილეობა ნეგატიურად აისახება ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხზე.
- ვითარება შესაძლებელია შეიცვალოს, მას შემდეგ რაც ახალციხე ო ჯი პის წევრი გახდა. მუნიციპალიტეტი იმ 56 ახალ აქტორს შორის მოექცა, რომელიც ღია მმართველობის დამყარებას და ხალხის ჩართულობას გულისხმობს, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
- რა ფორმით აპირებს ხალხთა ჩართულობის გაზრდას მუნიციპალიტეტი და რა მნიშვნელობა აქვს ო ჯი პის წევრობა ახალციხისთვის? ამ კითხვებზე მუნიციპალიტეიდან პასუხი თითქმის ორი კვირიანი ლოდინის შემდეგ პასუხი მივიღეთ.
- ახალციხის მერის მოადგილის თქმით, პროექტში ჩართვისთვის აუცილებელი იყო სამოქალაქო სექტორთან პარტნიორობა. “სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრია” ის ორგანიზაცია, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობს.
- რამდენად სურს მოსახლეობას მათი ინიციატივები გაითვალისწინოს ადგილობრივმა მთავრობამ და რა არის მიზეზი იმისა, რომ მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაბალია? კითხვები თავად ადგილობრივებს დავუსვით.
- რატომ არის მნიშვნელოვანი დემოკრატიის გაძლიერებისთვის მოსახლეობის აქტიურობა ადგილობრივი მმართველობის საქმიანობაში და რის საშუალებას იძლევა ღია მმართველობის პარტნიორობის წევრობა ? – მოსაზრებებს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში მაგდა პოპიაშვილი გვიზიარებს.