65 კოვიდინფიცირებული, 69 გამოჯანმრთელებული და 1 გარდაცვლილი – სამცხე-ჯავახეთი, სამხარეო ადმინისტრაცია

November 17, 2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოფიციალური მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 69 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 1 გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციაში გვიდასტურებენ.

ინფიცირებულების სტატისტიკა რეგიონში შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ადიგენი – 24
  • ასპინძა – 16
  • ახალციხე – 18
  • ახალქალაქი – 3
  • ბორჯომი – 3
  • ნინოწმინდა – 1

სამცხე – ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსის  გიორგი მიქელაძის თქმით გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები, მათი რაოდენობაა 223 და კიდევ მიმდინარეობს დანარჩენი კონტაქტების მოკვლევა.

ოფიციალური მონაცემებით სამცხე- ჯავახეთში სულ ინფიცირებულია 1329 პირი, რომელთაგან 273 გამოჯანმრთელებული და 12 გარდაცვლილია.

კარანტინის რეჟიმში 383 და თვითიზოლაციაში 1532 პირია მოთავსებული.

Toktv.ge