ახალციხის მერიამ საახალწლო განათებისთვის 19 130 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა

November 19, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლოდ გარე განათების აქსესუარების შესაძენად 19 130 ლარის გამოყოფას გეგმავს. სატენდერო პროექტების მიღება 24-დან 26 ნოემბრამდეა შესაძლებელი.  

გამარჯვებულმა მუნიციპალიტეტისთვის უნდა შეიძინოს: სტრინგი, მანათობელი ლოლო, გარე გამოყენების მანათობელი ლედ დეკორაცია, ანგელოზი, ანგელოზი გულით (ბოძზე დასამაგრებელი), ზარი (ბოძზე დასამაგრებელი), ნეონის ნაძვი ვარსკვლავებით (ბოძზე დასამაგრებელი), სანტა საჩუქრით (ბოძზე დასამაგრებელი) და ვარსკვლავები (ბოძზე დასამაგრებელი).

​რაც შეეხება ნაძვის ხეს მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, რომ გასული წლის ნაძვის ხეს დაამონტაჟებენ. ამ დროისთვის სამცხე-ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში საახალწლო ტენდერები არ გამოცხადებულა.